მრავალფეროვნების სკოლის მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდებს იმ რეგიონებიდან, სადაც რთულად ხელმისაწვდომია არაფორმალური განათლების პროგრამებში მონაწილეობის მიღება და სადაც ახალგაზრდები, უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ მშობლიურ ენაზე საუბრობენ.
მრავალფეროვნების სკოლა თანამშრომლობს ტრენერებთან ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან, ასევე რუსეთიდან, ცენტრალური აზიიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან, რადგანაც საერთაშორისო კავშირები და გამოცდილება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მიზნობრივი ჯგუფის მოტივაციის საკითხში. გამომდინარე იქედან, რომ ტრენერები საზღვარგარეთიდან არ ფლობენ ადგილობრივ ენებს, კომუნიკაციისათვის ისინი ინგლისურ ენას იყენებენ.
თუმცა ენა კომუნიკაციის მხოლოდ ერთ-ერთი საშუალებაა, რადგან მრავალფეროვნების სკოლა შემოქმედებით და მრავალფეროვან აქტივობებზე დაფუძნებულ მეთოდებსაც იყენებს მუშაობის პროცესში. ამიტომაც ტრენერები საზღვარგარეთიდან სრულყოფილად არიან ჩართულები ტრენინგების პროცესში. მათ პროგრამაში შემოაქვთ მნიშვნელოვანი გამოცდილება და ხედვა. ამასთანავე, კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხების გამოყენებით, მონაწილეებს უქმნიან მოტივაციას, ისწავლონ ინგლისური ენა.
მრავალფეროვნების სკოლის ყველა ტრენერი, ადგილობრივი თუ საზღვარგარეთიდან, არის Theodor-Heuss-Kolleg-ის ტერენერების გუნდის წევრი და ჩართულია მრავალფეროვნების სკოლის მსგავს აქტივობებში უკრაინაში, პოლონეთში, ბალკანეთის ქვეყნებში, ცენტრალურ რუსეთსა და ციმბირში, ბალტიის ზღვის რეგიონსა, ტუნისსა და ეგვიპტეში.
ამჟამინდელი მდგომარეობით, მრავალფეროვნების სკოლას სულ საქართველოში 17 ქართულენოვანი ტრენერი ჰყავს.