მრავალფეროვნების სკოლა არის აქტიური მოქალაქეობის პროგრამა, რომელიც ეხმარება ახალგაზრდებს, მიიღონ საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები, განავითარონ ხედვა და ღირებულებები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ტოლერანტული და აქტიური საზოგადოების ჩამოყალიბებას.

მიზნები

მრავალფეროვნების სკოლას სურს თავისი აქტივობებით ხელი შეუწყოს საქართველოში პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბებას, მრავალფეროვანი, თანასწორი და სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბებას.

პროგრამა მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას სოფელსა და ქალაქში არსებულ პრობლემებზე და სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, ხელს უწყობს ახალგაზრდებში მოტივაციის გაღვივებას, კომპეტენციების ამაღლებას და ცოდნის მიწოდების, რათა შემდგომში შეძლონ თავინთ თემში არსებულ პრობლემებზე რეაგირება.

 

აქტივობები

აღნიშნულის მისაღწევად, მრავალფეროვნების სკოლა ახალგაზრდებს სთავაზობს სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებს.

ივნისიდან ნოემბრის თვემდე, მრავალფეორვნების სკოლის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ესწრებიან ინტენისურ სემინარებსა და ტრენინგებს აქტიური მოქალაქეობის და რეგიონული განვითარების შესახებ. სწავლობენ მოხალისობრივი პროექტების მენეჯმენტს. სემინარის განმავლობაში მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები, გაიცნონ თანამოაზრეები და წვლილი შეიტანონ თავინთი თემის განვითარებაში ინიციატივებითა და პროექტებით, რომლებსაც პროგრამის განმავლობაში გეგმავენ და ახორციელებენ.