განრიგი 2019 წლისთვის

განაცხადის შეტანის პროცესი

- განაცხადის შემოტანა: 17 აპრილი - 10 მაისი

მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმები

- 18-დან 26 წლამდე
- აქტიურობა ადგილობრივ თემში
- ინტერესი სამოქალაქო აქტივიზმის მიმართ
- ინტერესი განავითარო საკუთარი რეგიონი/თემი

პირველი სესია

- პერიოდი: 14-20 ივნისი
- ხანგრძლივობა: 6 სრული სამუშაო დღე
- შინაარსი: სამოქალაქო ჩართულობის, დემოკრატიის, აქტივიზმის საკითხების შესწავლა. საპროექტო იდეების ჩამოყალიბება და მუშაობის დაწყება. 

მენეჯმენტის სემინარი

- პერიოდი: 12-17 აგვისტო. 
- შინაარსი: საპროექტო განაცხადზე მუშაობის გაგრძელება, ბიუჯეტის დამუშავება და პროექტის დაგეგმვა. შესაძლო დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის უნარების განვითარება. 

პროექტის განხორციელება

აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე საპროექტო ჯგუფები ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად მუშაობენ თავიანთი პროექტების განხორციელებაზე. 

მრავალფეროვნების ფორუმი

- პერიოდი: 12-16 ნოემბერი
- ხანგრძლივობა: 4 სრული სამუშაო დღე
- შინაარი: დასრულებული პროექტების პრეზენტაცია - წარდგენა საზოგადოებისათვის. საპროექტო მუშაობისა და ინდივიდუალური სწავლის პროცესის შეფასება.

ხარჯები

პროგრამაში მონაწილეობის საფასური შეადგენს სიმბოლურ თანხას - 20 ლარს. შემოსული თანხა მოხმარდება სოციალურ საწარმოს "მრავალფეროვნების რეზიდენციის" რეკონსტრუქცია-ინვენტარიზაციას. პროგრამა ფარავს მგზავრობის, კვებისა და საცხოვრებელ ხარჯებს.