განრიგი 2018 წლისთვის

განაცხადის შეტანის პროცესი

- განაცხადის შემოტანა: 3 ივნისი - 22 ივნისი

მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმები

- 18-დან 26 წლამდე
- კავშირი რეგიონული განვითარების საკითხებთან
- აქტიურობა ადგილობრივ თემში
- ინტერესი ურბანული და სასოფლო განვითარების და სამოქალაქო აქტივიზმის მიმართ

პირველი სესია

- პერიოდი: 20-26 ივლისი
- ხანგრძლივობა: 6 სრული სამუშაო დღე
- შინაარსი: სამოქალაქო ჩართულობის, დემოკრატიის, ურბანული და სასოფლო განვითარების თემების შესწავლა. საპროექტო იდეების ჩამოყალიბება და მუშაობის დაწყება. 

სასწავლო ვიზიტი

- პერიოდი: აგვისტო, 1-2 დღიანი ვიზიტები რეგიონულ ორგანიზაციებში
- შინაარსი: რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესწავლა და დაკვირვება ადგილზე. პროცესში მონაწილეობა.

პროექტის განხორციელება

1 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე საპროექტო ჯგუფები ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად მუშაობენ თავიანთი პროექტების განხორციელებაზე. 

მრავალფეროვნების ფორუმი

- პერიოდი: 15-19 ნოემბერი
- ხანგრძლივობა: 4 სრული სამუშაო დღე
- შინაარი: დასრულებული პროექტების პრეზენტაცია - წარდგენა საზოგადოებისათვის. საპროექტო მუშაობისა და ინდივიდუალური სწავლის პროცესის შეფასება.

ხარჯები

პროგრამაში მონაწილეობა არის უფასო და პროგრამა ფარავს მგზავრობის, კვებისა და საცხოვრებელ ხარჯებს.