განაცხადის შემოტანა

გიწვევთ მრავალფეროვნების სკოლაში! 

თუ შენ 

  • ხარ 18-დან 26 წლამდე
  • გინდა იყო აქტიური
  • გსურს განვითარება  
  • გინდა იყო ცვლილებების ინიციატორი რეგიონში, შენს ქალაქსა თუ სოფელში... 

მაშინ გაქვს შესაძლებლობა, ჩვენი სკოლის ფარგლებში 

  • საფუძვლიანად შეისწავლო მრავალფეროვნება, კერძოდ ურბანული პოლიტიკა, სასოფლო განვითარება და სამოქალაქო აქტივიზმი
  • განივითარო უნარ-ჩვევები პროექტის მართვასა და დაგეგმვაში
  • განახორციელო საკუთარი მოხალისეობრივი ინიციატივა 
  • შეხვდე თანამოაზრეებს
  • გახდე კურსდამთავრებული

მაშ, შემოგვიერთდი მრავალფეროვნების სკოლაში და ჩაერთე აქტიურობის თავგადასავლებში!  

მრავალფეროვნების სკოლა არის არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც სურს, ხელი შეუწყოს საქართველოში პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბებას, დემოკრატიის განმტკიცებას, მრავალფეროვანი, თანასწორი და სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც ახალგაზრდები აქტიურად ერთვებიან გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, არიან ცვლილებების ინიციატორები სოფლებსა და ქალაქებში.

მრავალფეროვნების სკოლა მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას სოფლისა და ქალაქის პრობლემებზე, რეგიონების გამოცოცხლებას, ახალგაზრდების თანამშრომლობის გაზრდას პოლიტიკური და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერების გზით.

ამისათვის, მრავალფეროვნების სკოლა ქმნის პლატფორმას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, კვალიფიკაციის ამაღლებასა და საკუთარი საპროექტო იდეების განხორციელებას სთავაზობს მათ. ეს არის პროგრამა იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურს, უნარ-ჩვევების გაძლიერება, აინტერესებს სამოქალაქო აქტივიზმი, ურბანული და სასოფლო განვითარება. მრავალფეროვნების სკოლა მხარს უჭერს ახალგაზრდებს, განახორციელონ თავიანთი სოციალური პროექტები და ამით წვლილი შეიტანონ საკუთარი რეგიონის განვითარებაში.

პროგრამის განრიგი

პროგრამა შედგება ოთხი სხვადასხვა აქტივობისაგან, რომელიც მოიცავს ორ სემინარს, საველე ვიზიტსა და სოციალური პროექტის განხორციელებას. თითოეული მონაწილე ესწრება ორ სხვადასხვა სემინარს ივლისსა და ნოემბერში. ასევე, აგვისტოს თვეში ახორციელებს რეგიონში ვიზიტს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაში ან თვითმმართველ ორგანოში. ამასთანავე, მონაწილე ახორციელებს საკუთარ მოხალისეობრივ პროექტს საქართველოს რომელიმე რეგიონში აგვისტო-სექტემბრის თვის განმავლობაში.

- ზაფხულის სკოლა: 20-26 ივლისი, 2018
- სასწავლო ვიზიტი: აგვისტო, 2018. 1-2 დღიანი ვიზიტები რეგიონულ ორგანიზაციაში
- პროექტის განხორციელება: 1 აგვისტო – 1 ოქტომბერი, 2018
- მრავალფეროვნების ფესტივალი: 15-19 ნოემბერი, 2018

 

 

ხარჯები

პროგრამა ფარავს მონაწილის კვების, საცხოვრებლისა და მგზავრობის ხარჯებს. პროგრამაში მონაწილეობის საფასური შეადგენს სიმბოლურ თანხას: 20 ლარს. მონაწილეების მიერ შემოსული თანხა მოხმარდება სოციალურ საწარმოს “მრავალფეროვნების რეზიდენციის” რეკონსტრუქცია-ინვენტარიზაციას.

 

განცხადების შემოტანა შეგიძლიათ 2018 წლის 22 ივნისამდე. 

გამოგვიგზავნეთ შევსებული განაცხადი ელ.ფოსტაზე: info@diversityschool.net

დოკუმენტები გადმოსაწერად

აპლიკაციის ფორმა

განცხადება 

 

კონტაქტი: 

ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა
თამთა შეყილაძე
პროგრამის კოორდინატორი
ელ.ფოსტა: info@diversityschool.net
ტელ: +995 574 081 551