მონაწილეები

მრავალფეროფნების სკოლის მონაწილეები

მრავალფეროვნების სკოლის სამიზნე ჯგუფს წამოადგენენ ახალგაზრდები რეგიონებიდან და თბილისიდან, უმცირესობების წარმომადგენლები და იძულებით გადაადგილებული პირები, ასაკით 18–დან 26 წლამდე. 2010 წლიდან 2015 წლამდე ყოველ წელს 25 ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას ჩვენს პროგრამაში, ხოლო 2016 წლიდან მონაწილეების რაოდენობა 50-მდე გაიზარდა. ისინი არიან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან და მათ მიერ შექმნილი პროექტებიც ძირითადად რეგიონებში ხორციელდება. 

მიზნობრივი ჯგუფი

 18-26 წლის ახალგაზრდები, რომლებიც არიან ან სურთ, რომ გახდნენ აქტიური მოქალაქეები, ინიციატორები,  რომლებიც ესწრაფვიან საქართველოში პლურალისტური და სოციალურად აქტიური საზოგადოების ჩამოყალიბებას.

თანატოლთაშორისი განათლება  და ცოდნის გაცვლა

მრავალფეროვნების სკოლაში მონაწილეების გამოცდილებაზე დაყრდნობით ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ცოდნის გაზიარებასა და გავრცელებას.

Theodor Heuss Kolleg-ია საჭიროების მიხედვით სთავაზობს ახალგაზრდებს მხარდაჭერასა და ტრენინგებს მათი უნარების განვითარებისათვის.

 Theodor Heuss Kolleg-ის ზოგადი მისიისა და მიზნების გასაცნობად მიჰყევით ბმულს (ინფორმაცია ხლემისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.)

კურსდამთავრებულები

ჩვენი პროგრამის კურსდამთავრებულებს აქვთ საშუალება, მიიღონ მონაწილეობა დამატებით ტრენინგებში ჩვენსავე პროგრამის ფარგლებში. მეტი ინფორმაციის სანახავად მიჰყევით ბმულებს  მენტორების პროგრამისა და უმცროსი ტრენერების პროგრამის შესახებ. 

დღესდღეობით მრავალფეროვნების სკოლას თავის წინამორბედ პროგრამებთან ერთად (GettingInvolved!, Joint Civic Education, Social Leader Forum) საქართველოში 150 კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთაგან 40 მათგანი უკვე არის კვალიფიცირებული მენტორი, ხოლო 17 მათგანი კვალიფიცირებული ტრენერი ჩვენივე პროგრამის ფარგლებში. როგორც კურსდამთავრებულები, ისე ტრენერები და მენტორები აქტიურად არიან ჩართულები მრავალფეროვნების სკოლის განვითარებაში, სტრატეგიულ დაგეგმვასა და პროგრამის გავლენის შეფასებაში.