2016 წლის მრავალფეროვნების სკოლის მონაწილეთა პროექტები

2016 წლის მრავალფეროვნების სკოლის ფარგლებში 46-მა მონაწილემ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სულ 20 სოციალური პროექტი განახოცრიელა. რა პრობლემებს აწყდებიან მოქალაქეები ახალქალაქში, ახალციხეში, ბოლნისში, თელავში, თეთრიწყაროში, გორში, მარტვილში, სენაკში, ქუთაისსა და ბათუმში? სწორედ საკუთარი თვალით დანახული პრობლემების გადაჭრისაკენ მიმართული პროექტებით მონაწილეებმა ძალიან ბევრი სხვადასხვა თემა მოიცვეს. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ პროექტების გუნდების მიერ მოკლედ აღწერილ ოცივე პროექტს და მიიღოთ ინსპირაციაც.  

"ნაბიჯი ერთობისკენ" 
პროექტის გუნდი: მაკა ცუხიშვილი, ქართველიშვილი თამარი, გიულჯახან აჯალოვა, თაქუშა მაკარიან, მედეა გვილავა. 

პროექტის „ნაბიჯი ერთობისკენ“ მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სომეხ, აზერბაიჯანელ და ეთნიკურად ქართველ სტუდენტებს შორის საკუთარი კულტურების ერთმანეთისთვის გაცნობა და გაზიარება. პროექტის ბენეფიციარები იყვნენ 18-25 წლამდე მარნეულში, ახალქალაქსა და რუსთავში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები,რომლებიც საუბრობდნენ ქართულ ენაზე. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: ტრენინგები თემაზე "აღმოაჩინე მრავალკულტურული საქართველო" რუსთავში, მარნეულსა და ახალქალაქში, კოსტიუმირებული მსვლელობა (ფლეშმობი) ქალაქ თბილისში; ასევე, კულტურული ფორუმი, სადაც წარმოდგენილი იყო, როგორც ქართული, ასევე აზერბაიჯანული და სომხური ნაციონალური სამზარეულო, სიმღერები, სამოსი და მონაწილეთა ნახატების გამოფენა თემაზე " ჩემი თვალით დანახული კულტურული მრავალფეროვნება".

"ზოლიანი თაობა"
პროექტის გუნდი: ანუკი ჯიქიძე, სალომე გერგეშანიაანი შუბითიძე 

პროექტი „ზოლიანი თაობა“ ეხება ბულინგის (სკოლებში თანატოლების მიერ ერთმანეთის დაჩაგვრის) თემას. პროექტის მიზანია ცნობიერების ამაღლება ჩაგვრის შესახებ ბათუმის მე–8 და თბილისის, სოლოლაკის #50-ე საჯარო სკოლებში, მე–8 – მე–10 კლასის მოსწავლეებში, ინფორმაცია მივაწოდოთ მასწავლებლებს, მონაწილეთა მშობლებსა და მონაწილეებს ბულინგის, როგორც დეფინიციისა და ურთიერთობის ფორმის შესახებ; თანაგრძრნობის გაჩენა სამიზნე სკოლების მოსწავლეებში; სამიზნე ჯგუფის მშობლების დაინტერესება, რადგან ზოგჯერ მათი უყურადღებობა ავითარებს მსგავს პრობლემას; სამიზნე სკოლაში მომუშავე ფსიქოლოგების გააქტიურება და ჩართვა; სამიზნე სკოლის ბავშვებში ჰუმანურობის, ტოლერანტობისა და ემპათიის გრძნობის გამოწვევა; 14-16 წლამდე ბავშვებში ერთმანეთის ჩაგვრის დაგმობა.

"თვითმმართველობის სკოლა"
პროექტის გუნდი: მარიამ ისპირიანი, ანა კოპაძე, მარიამ ყაულაშვილი, ბაირამ ალიევი

პორექტი "თვითმმართველობის სკოლა" მოიცავდა ცნობიერების ამაღლებას ახალგაზრდებისათვის, ადგილობრივი თვითმართველობის მნიშვნელობის შესწავლას, ასევე, ადვოკატირების სწორად და ეფექტურად დაგეგმვის შესწავლას. პორექტის ბენეფიციარები იყვნენ 16 დან 22 წლამდე ახალგაზრდები გორის რაიონებიდან. პორექტის ფარგლებში მოეწყო 1 დღიანი ტრენინგი ადვოკატირების შესახებ, ორი დღე დაეთმო ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ტრენინგს და განხორციელდა საკრებულოს სიმულაციურიო სხდომა.

"მწვანე ხელები"
პროექტის გუნდი: სალომე შენგელაია, მარიამ ნაჭყებია, ილია გვარამია, ელგუჯა მეგრელიშვილი, ქეთი ივანიძე

პროექტის ფარგლებში მოეწყო სამდღიანი ეკო ბანაკი მარტვილის მუნიციპალიტეტში, რომელიც მოიცავდა სემინარებსა და ვორქშოპებს ეკოლოგიისა და ნარჩენების მართვის თემაზე. პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება ეკოლოგიური პრობლემების შესახებ. პროექტის მონააწილეები იყვნენ სენაკიში და მარტვილში მცხოვრები ახალგაზრდები. პროექტის განმავლობაში ჩატარდა საინფორმაციო კამპანია, ასევე ბანაკის განმავლობაში გარდა სემინარებისა და ვორქშოპებისა ჩატარდა დასუფთავების აქცია მარტვილის კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე.

"უჩინარი შრომა"
პროექტის გუნდი: სოფი სხირტლაძე, თამთა შეყილაძე, მარიამ ფუტკარაძე, ნინო გოგოხია

პროექტი "უჩინარი შრომა" ეხებოდა შრომითი უფლებების დარღვევას საქართველოში, კერძოდ კი ტყიბულელეი მეშახტეების პრობლემებს. პროექტის მიზანი იყო საზოგადოებამდე მიგვეტანა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პირობებში უწევთ მუშაობა და ცხოვრება შახტის მუშებს და რა აწუხებთ მათ; გაგვეხადა საზოგადოება ინფორმირებული შრომითი უფლებების შესახებ. ამისათვის, ჩატარდა სემინარი შრომითი უფლებების შესახებ, პარალელურად კი გაიმართა ტყიბულელი მეშახტეების ფოტოების გამოფენა მოკლე პერსონალური ისტორიებით.

"მრავალფეროვნების მოძრავი გალერეა"
პროექტის გუნდი: აკი მანუკოვი 

პროექტი "მრავალფეროვნების მოძრავი გალერეა" არის საქართველოში მცხოვრებ უმცირესობეზე (ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური, სუბკულტურული და სხვა) და ეხებოდა მათ პრობლემებს , როგორიცაა დისკრიმინაცია, შოვინიზმი, ძალადობა, და საზოგადოებაში ადაპტაცია. პროექტის მიზანია სოზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება, სტერეოტიპებისა და დოგმების დაძლევა. ჩატარდა ლექცია-დისკუსია უმცირესობის ფენომენზე, მოხდა ფილმების ჩვენება სექსუალურ და ეთნიკურ უმცირესობებზე, გაიმრთა გამოფენა, სადაც მოხდა სხვადასხვა უმცირესოების გაცნობა საზოგადოებისთვის.

"ახალგაზრდები მოხუცების გვერდით"
პროექტის გუნდი: სოფია ხიზანიშვილი

პროექტის მიზანი იყო მოხუცებისთვის ბედნიერებისა და სიხარულის მოტანა, ასევე ისიც, რომ ამ ყველაფერში ჩართულები ყოფილიყვნენ თავადაც. პროექტის მიზანი იყო, რომ მოხუცებს გაეგოთ, რომ ახალგაზრდები ზრუნავენ და ფიქრობენ მათზე. პროექტი მიმართული იყო განსაკუთრებით იმ მოხუცებზე, ვინც თავშესაფარში ცხოვრობს, რადგანაც ისინი ერთგვარად მოწყვეტილები არიან გარე სამყაროს და ყველაზე ნაკლები კონტაქტი აქვთ ახალგაზრდებთან, თუ ზოგადად ხალხთან. მოხუცებს შორის ზოგი თავად ირჩევს ამ გზას, ზოგს კი უბრალოდ სხვა გზა არ აქვს. ეს ყველაფერი გაკეთდა მათთვის და იმისთვის, რომ მათ ჰქონოდათ ერთი დღე რომელიც არ იქნებოდა ადვილად დასავიწყებელი. პროექტის ფარგლებში მოეწყო ღონისძება მოხუცებისათვის, სადაც მოწვეულნი იყვნენ რამდენიმე მომღერალი და პოეტი.

"პანკისი სხვა რაკურსით"
პროექტის გუნდი: მანსურ მარგოშვილი

პროექტი "პანკისი სხვა რაკურსით" ეხებოდა პანკისის ხეობის ორ თემს ქისტებს და ფშავლებს, რომელთა შორის არსებობდა კონფლიქტები. პროექტის მიზანი იყო ამ ორ თემს შორის არსებული ვითარების დარეგულირების ხელშეწყობა, კონფლიქტების აღმოფხვრის ხელშეყობა, ასევე ამ ორი თემის წარმომადგენლების დამეგობრებისა და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.

"ემოციური ქალაქი"
პროექტის გუნდი: გიორგი მოდებაძე

პროექტის მიზანია ქ. თბილისის არქიტექტურისა და კულტურის ძეგლების მოუვლელობის თემის კიდევ ერთხელ გაჟღერება და ქ.თბილისის მოსახლეობისა და დებატებში მონაწილე ახალგაზრდების დაინტერესება ამ პრობლემით. ჩვენი ბენეფიციარები იყვნენ სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის თანამშრომლები. განხორციელდა შემდეგი აქტივობები: გამოფენა, პროექტის იდეის აღმნიშვნელი სტიკერებისა და ბროშების დარიგება, საინფორმაციო სახის შეხვედრა.

"ცვლილება იწყება შენით"
პროექტის გუნდი: რენა აჯალოვა, მადონა არათანაშვილი

პროექტი "ცვლილება იწყება შენით" ეხება აბიტურიენტების ინფორმირებას არსებული უმაღლესი სასწავლებლების შესახებ. პროექტის მიზანი იყო ის, რომ აბიტურიენტებმა შეძლონ გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი პროფესიის არჩევისას. პროექტის სამიზნე ჯგუფი იყო X-XII კლასების მოსწავლეები. პროექტის ფარგლებში ჩატარდა 1 დღიანი ტრენინგ-სემინარი და ვიზიტი 2 უნივერსიტეტში: თავისუფალ უნივერსიტეტში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

"მრავალფეროვანი შესაძლებლობები"
პროექტის გუნდი: მარიამ დოთიაშვილი, თამარ ბუგიანიშვილი, მელანო მახარაძე

პროექტი ეხებოდა შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის თემას და შშმ პირების (ეტლით მოსარგებლეების) ცნობიერების დონისა და მოტივაციის ამაღლება, პროექტის მონაწილეების დამეგობრება და შშმ პირებსთვის ბარიერების დაძლევა. პტოექტის ბენეფიციალები იყვნენ 17-25 წლის როგორც შშმ ისე არა შშმ პირები. პროექტის ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე აქტივობა, მათ შორის: ფილმის ჩვენება და შემდეგ დისკუსია, ფსიქოლოგის მოხსენება, პარკში გასეირნება და ფრანების გაშვება, ტრენინგი სამოქალაქო აქტივიზმზე.

"გარემო ერთობისთვის"
პროექტის გუნდი: ელენე მოდებაძე, ელლადა რიზაევა, პერვინ ნაიბოვ

პროექტი ეხებოდა ეთნიკური უმცირესობების ურთიერთობას ქართველებთან. ბანაკისა და ორ დღიანი თანაცხოვრების პროცესში დაახლოების ერთ-ერთ საშუალებად გამოყენებული იქნა მათი დაინტერესება გარემოსდაცვით საკითხებზე. პროექტის ფარგლებში, სოფლებში დაიდგა 3-3 ნაგვის ურნა და მოხდა ადგილობრივი ახალგაზრდების ეკოლოგიითა და ინტეგრაციის აუცილებლობით დაინტერესების ხელშეწყობა.

"ჯანსაღი ცხოვრება"
პროექტის გუნდი: მერაბი ჩიტაშვილი

პროექტი ეხებოდა ჯანსაღ ცხოვრებას. პროექტის ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე ღონისძიება: ფლაერების დარიგება,ფოტოკონკურსი, შეჯიბრი მინი ფეხბურთში. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა 14-21 წლის ახალგაზრდები და სხვა პირები (არა მხოლოდ ახალგაზრდები), ვინც დაინტერესებული იყო ჯანსაღი ცხოვრების წესით.

"ეკოთაობა"
პროექტის გუნდი: თინათინ თაბორიძე, მარიამ გოგავა

პროექტი „ეკოთაობა“ მიზნად ისახავდა ქალაქ კასპში რეალური სივრცის შექმნას აქ მცხოვრები ახალგაზრდებისათვის(14-18 წლის), რომლებიც ჩაერთვებოდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და იქნებოდნენ მეტად აქტიურები. ამ სივრცის საშუალებით ისინი შეძლებდნენ სხვადასახვა აქტივობის დაგეგმვასა და განხორციელებას გრძელვადიან პერსპექტივაში. პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ვორკშოპი ეკოლოგიის შესახებ, რის შემდეგაც მათ გადაიღეს ეკოლოგიური პრობლემის ამსახველი სურათები გამოფენისთვის.

"საქართი"
პროექტის გუნდი: ნინი მაისურაძე, კანეი მარგოშვილი

პროექტი "საქართის" ფარგლებში მოხდა რეპორტაჟის გაკეთება ეთნიკურ უმცირესობებზე და ამ რეპორტაჟის 4 ქალაქში ჩვენება. პროექტის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება და ეთნიკური უმცირესობების ტრადიციების გაცნობა.

"აიწონა-დაიწონა"
პროექტის გუნდი: ლიდია თომაევა, რუსკა კოჩიევი, დემეტრე გოგებაშვილი, ლიამან მამედოვა

პროექტი ეხებოდა სკოლებში არსებული ბულინგის პრობლემას ბავშვებში. მიზანი გახლდათ ამ აღნიშნული პრობლემის შემცირება. ჩვენი სამიზნე ჯგუფი გახლდათ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მე-10-11 კლასის მოსწავლეები. აქტივობები : პრეზენტაციები და დისკუსიები, თამაშები, თემატური ვიდეორგოლები.

"გაACTიურდი"
პროექტის გუნდი: ერეკლე ერისთავი

პროექტი „გაACTიურდის„ აქვს ფესტივალის სახე და არის სამოქალაქო აქტივიზმის ფესტივალი, რომელიც ეხება წყალტუბოელ და ქუთაისელ ახალგაზრდებში (15-28 წლის) სამოქალაქო ჩართულობის ამაღლებასა და დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობის გზით ცვლილებების მიღწევას. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ვორკშოპი ადვოკატირების კამპანიაზე, ტრენინგი, სემინარები, დიკუსია, ფილმის-ჩვენება, როლური თამაშები. პროექტის მონაწილეებმა დაგეგმეს დ განახორციელეს ადვოკატირების კამპანია; აიმაღლეს ცნობა სამოქალაქო აქტივიზმისა და სამოქალაქო მოძრაობების შესახებ, გაუჩნდათ მოტივაცია გამხდარიყვნენ აქტიური მოქალაქეები.

"მრავალფეროვნების ფესტივალი"
პროექტის გუნდი: მერი შალუტაშვილი

პროექტი ,,მრავალფეროვნების ფესტივალი“ ჩატარდა სოფელ ზველში. პროექტი ითვალისწინებდა სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს, ენერჯაიზერებს, სემინარსა და მუსიკალურ კონცერტს. ღონისძება მიმდინარეობდა ერთი დღის განმავლობაში. დღე დილიდან საღამომდე დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით, ფესტივალში მონაწილეობას იღებდა თხუთმეტამდე სხვადასხვა ასაკის მოზარდი.

"შექმენი მომავალი თავად"
პროექტის გუნდი: მარიამ სვინიკაშვილი

პროექტი ეხებოდა განათლების პრობლემას და მიზნად ისახავდა ახალაგაზრდებში სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებას. ბენეფიციარები იყვნენ აწყურის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები. მათთვის ჩატარდა სემინარები და ასევე, ესკურსია უნივერსიტეტებში.

"მოსიარულე წიგნები"
პროექტის გუნდი: გიორგი მახარაშვილი 

პროექტი მიზნად ისახავდა თანამედროვე პროზისა და პოეზიის პოპულარიზაციის ხელშეწყობას თეთრი წყაროს ოთხ რეგიონში - ორბეთი, ღვევი, ვანეთი და დრე. პროექტის ფარგლებში, ამ სოფლებში დაარსდა პატარა ბიბლიოთეკები ღია ცის ქვეშ. ამ ბიბლიოთეკებში კი მოეწყო ღონისძიებები ცნობილი მწერლებისა და პოეტების მონაწილეობით. პროექტის მონაწილეებს გადაეცათ წიგნები და სოფლიოს ბიბლიოთეკები. 

მონაწილეთა პროექტები

2013 წლის მრავალფეროვნების სკოლაში ჩვენმა მონაწილეებმა ერთად შეიმუშავეს მცირე საპროექტო გეგმები და იმუშავეს მათ განხორციელებაზე. მონაწილეთა პროექტები დაკავშირებული იყო მათ გარემოცვაში არსებულ სოციალურ პრობლემატიკასთან. 

მრავალფეროვნების სკოლის მონაწილის, ლუსინე დოსტიბეგიანის, პროექტი "ერთად ჯანსაღი ცხოვრებისკენ" იყო პირველი, რომელმაც სტარტი აიღო ბაკურიანში ჩატარებული საპროექტო შეხვედრის შემდეგ. პროექტი ეძღვნებოდა თეთრიწყაროში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. პროექტის ღონისძიებები მოიცავდა ტრენინგებს, სპორტულ აქტივობებსა და დილის ვარჯიშებს. საუბარს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ თან ერთვოდა ლაშქრობები და ექსკურსიები. მეტი ინფორმაციისათვის პროექტის თაობაზე, შეგიძლიათ ეწვიოთ პროექტის facebook-ის გვერდს

ჩვენი ერთ-ერთი მონაწილის, მარიამ გელაშვილის პროექტს „ერთად მომავლისკენ“ მხარს უჭერდა "ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვის" პარტნიორი, საქველმოქმედო ორგანიზაცია „არძა“. პროექტი მიზნად ისახავდა წმინდა ბარბარეს სახელობის ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცი დასაქმების შესაძლებლობების შესახებ, აგრეთვე, გაეზარდათ მათი მოტივაცია, რომ რეალიზება გაუწიონ საკუთარ უნარ–ჩვევებს. ამ თემასთან დაკავშირებით ბავშვებს ტრენინგი ჩაუტარდათ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.

პროექტების განვითარება

პირველი შეხვედრის შემდეგ, ჟიურიმ ჯგუფური პროექტების მონახაზი განიხილა. ჟიური შედგებოდა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლების, კურსდამთავრებულებისა და გარე ექსპერტებისგან. 

პროექტების შეფასების კრიტერიუმები ითვალისწინებდა ადგილობრივი მოსახლეობის პროექტში ჩართვის ხარისხს, პროექტის შესაბამისობას სოციო-ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტასთან, ჯგუფური მუშაობის დონესა და ხარისხს, ასევე ფარდობას გამოყენებულ რესურსებსა და მოსალოდნელ შედეგებს შორის.

მონაწილეებს, რომელთა პროექტებიც დამტკიცდა, მიეცათ შემდგომ ტრენინგებში მონაწილეობის საშუალება. ამით ისინი შეძლებდნენ კვალიფიკაციის ამაღლებას, მიიღებდნენ თანატოლთაშორისი მენტორობის გამოცდილებას და ასევე, მათი პროექტების განხორციელებისათვის საჭირო საწყის დაფინანსებას. 

საპროექტო შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა გააგრძელეს მუშაობა პროექტებზე, რასაც მოჰყვა განხორციელების ფაზა. პროგრამის დასკვნით ეტაპზე ჩატარდა შემაჯამებელი შეხვედრა: მონაწილეებმა შეაფასეს განვლილი პროცესი და პროექტების შედეგები.