გიწვევთ მრავალფეროვნების სკოლაში!
თუ შენ
- ხარ 18-დან 26 წლამდე
- გინდა იყო აქტიური
- გსურს პიროვნული წინსვლა
- გინდა იყო ცვლილებების ინიციატორი რეგიონში, შენს ქალაქსა თუ სოფელში...
მაშ, შემოგვიერთდი მრავალფეროვნების სკოლაში და ჩაერთე აქტიურობის თავგადასავლებში!
მრავალფეროვნების სკოლა არის არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც სურს, ხელი შეუწყოს საქართველოში პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბებას, მრავალფეროვანი, თანასწორი და სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც ახალგაზრდები აქტიურად ერთვებიან გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, არიან ცვლილებების ინიციატორები სოფლებსა და ქალაქებში.
მრავალფეროვნების სკოლა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში აქტიური მოქალაქისათვის საჭირო კომპეტენციებისა და უნარების განვითარებას, რეგიონების გამოცოცხლებას, ახალგაზრდების თანამშრომლობის გაზრდას პოლიტიკური და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერების გზით.
ამისათვის, მრავალფეროვნების სკოლა ქმნის პლატფორმას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, კვალიფიკაციის ამაღლებასა და საკუთარი საპროექტო იდეების განხორციელებას სთავაზობს მათ. ეს არის პროგრამა იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურს, უნარ-ჩვევების გაძლიერება და აინტერესებს სამოქალაქო აქტივიზმი. მრავალფეროვნების სკოლა მხარს უჭერს ახალგაზრდებს, განახორციელონ თავიანთი სოციალური პროექტები და ამით წვლილი შეიტანონ საკუთარი რეგიონის განვითარებაში.
პროგრამა შედგება ოთხი სხვადასხვა აქტივობისაგან, რომელიც მოიცავს სამ სემინარს და სოციალური პროექტის განხორციელებას. თითოეული მონაწილე ესწრება სამ სხვადასხვა სემინარს ივნისში, აგვისტოსა და ნოემბერში. ამასთანავე, მონაწილე ახორციელებს საკუთარ მოხალისეობრივ პროექტს საქართველოს რომელიმე რეგიონში აგვისტო-სექტემბრის თვის განმავლობაში.
- პირველი სემინარი: 14-20 ივნისი, 2019
- მენეჯმენტის სემინარი: 12-17 აგვისტო, 2019
- პროექტის განხორციელება: აგვისტო-სექტემბერი, 2019
- შემაჯამებელი სემინარი: 12-16 ნოემბერი, 2019
პროგრამა ფარავს მონაწილის კვების, საცხოვრებლისა და მგზავრობის ხარჯებს. პროგრამაში მონაწილეობის საფასური შეადგენს სიმბოლურ თანხას: 20 ლარს. მონაწილეების მიერ შემოსული თანხა მოხმარდება სოციალურ საწარმოს “მრავალფეროვნების რეზიდენციის” რეკონსტრუქცია-ინვენტარიზაციას.
გამოგვიგზავნეთ შევსებული განაცხადი ელ.ფოსტაზე: applications@diversityschool.net
ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა
თამთა შეყილაძე
პროგრამის კოორდინატორი
ელ.ფოსტა: info@diversityschool.net
ტელ: +995 32 294 5225