ახალი ტრენერები

მრავალფეროვნების სკოლის გამორჩეულ მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, გახდნენ Theodor-Heuss-Kolleg-ის ტრენერები. შერჩეულ მონაწილეებს უტარდებათ რამდენიმედღიანი ტრეინინგები აქტიური მოქალაქეობის, პროექტების მენეჯმენტის თეორიისა და მეთოდების შესასწავლად, ასევე უტარდებათ ტრეინინგები უშუალოდ სამუშაო პროცესში, სადაც მათ შეუძლიათ ახლად შეძენილი ცოდნა და უნარები პრაქტიკაში გამოსცადონ. პროცესი მთლიანად შეესაბამება ინდივიდუალური სწავლების კონცეფციას და მიმდინარეობს ინდივიდუალური სასწავლო პორტფოლიოების გამოყენებით.

ახალი ტრენერები ეცნობიან მენტორობის მეთოდებს მრავალფეროვნების სკოლის მონაწილეების პროექტების ჩამოყალიბებისა და განხორციელების ეტაპებზე, ხოლო სუპერვაიზორები მთელი ამ პროცესის განმავლობაში მხარს უჭერენ მათ, რომ უზრუნველყონ Theodor-Heuss-Kolleg-ის მაღალი ხარისხი.  

მრავალფეროვნების სკოლის ტრენერთა გუნდს ყოველწლიურად ერთი ან ორი ახალი ტრენერი ემატება. Theodor-Heuss-Kolleg-ის ტრენინგებისა და სწავლების კოორდინატორი არის მონიკა ნიკცენტაიტის-შტობე: stobbe[at]joint-civic-education.net.