მრავალფეროვნების სკოლა არის აქტიური მოქალაქეობის პროგრამა, რომელიც ეხმარება ახალგაზრდებს, მიიღონ საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები, განავითარონ საკუთარი ხედვა და ღირებულებები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებას.

 

მიზნები

 

მრავალფეროვნების სკოლა მხარს უჭერს პლურალიზმის იდეას საზოგადეობაში, რაც საქართველოში მცხოვრებ განსხვავებულ სოციალურ ჯგუფებს შორის ურთიერთგაგებას შეუწყობს ხელს.


ჩვენ ვეხმარებით ახალგაზრდებს, გამოიყენონ მრავალფეროვნების ინსტრუმენტები, იმისთვის რომ შექმნან საქართველოს მომავალი, სადაც იქნება სივრცე განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების, ცხოვრების სტილის, მოსაზრებებისა და რწმენის თანაარსებობისათვის.


ჩვენი აქტივობებით ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მცდელობას, შექმნას თანასწორი ურთიერთობის სივრცე ნებისმიერი სახის უმცირესობასა და საზოგადოების უმრავლესობას შორის.

 

აქტივობები

აღნიშნულის მისაღწევად, მრავალფეროვნების სკოლა აქტიურ ახალგაზრდებს სთავაზობს საგანმანათლებლო აქტივობებს, რომელიც შედგება სემინარების ციკლისაგან.

მაისიდან ნოემბრის თვემდემრავალფეროვნების სკოლის მონაწილეები სქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ესწრებიან ინტენსიურ სემინარებსა და ტრეინინგებს მრავალფეროვნების თემებზე და სწავლობენ მოხალისეობრივი პროექტის მენეჯმენტს. სემინარებს შორის მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და წვლილი შეიტანონ საქართველოს რეგიონების განვითარებაში თავიანთი ინიციატივებითა და პროექტებით, რომლებსაც პროგრამის ფარგლებში გეგმავენ და ახორციელებენ.