"ხელოვნების ანარეკლი" ხელოვანების ძიებაში

პროექტი „ხელოვნების ანარეკლი“ იწყებს საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდა ხელოვანების ძიებას. პროექტი მზადების ეტაპზეა და ორგანიზატორებმა უკვე გამართეს გაცნობითი შეხვედრა წეროვნის საჯარო სკოლაში, სადაც სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდებს „ხელოვნების ანარეკლი“ გააცნეს. მეტი ინფორმაციისათვის პროექტის თაობაზე შეგიძლიათ ეწვიოთ მის facebook - ის გვერდს.

ერთად ჯანსაღი ცხოვრებისკენ!

თბილისი, 16 აგვისტო 2013 - თეთრიწყაროში უჩვეულოდ აქტიური ცხოვრება დაიწყო - ლუსინე დოსტიბეგიანის საპროექტო გუნდი უკვე მეორე კვირის მანძილზე ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერ ღონისძიებებს მართავს. ღონისძიებები მოიცავს ტრენინგებს, სპორტულ აქტივობებს, ლაშქრობებს, დილის ვარჯიშებს.საუბარს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის თაობაზე მოჰყვა ლაშქრობა აბელიანსა და ხოფისში.პროექტი „ერთად ჯანსაღი ცხოვრებისკენ!“ კიდევ რამდენიმე კვირის მანძილზე გაგრძელდება.მეტი ინფორმაციისათვის პროექტის თაობაზე, შეგიძლიათ ეწვიოთ პროექტის facebook-ის გვერდს.

საპროექტო შეხვედრა მრავალფეროვნების სკოლაში

- „მრავალფეროვნების სკოლის“ საპროექტო შეხვედრა თავად პროგრამის ერთ-ერთი მონაწილის, თათია გაგუას თვალით. სრული ტექსტისათვის მიყევით ბმულს: თათია გაგუა - „საპროექტო შეხვედრა ბაკურიანში“.

 

„ჩვენ ახლა, ყველანი JCE-ის ელჩები ვართ, კეთილი ნების ელჩები... ეს ფერადი ლენტები, ჩვენს მარჯევნა ხელის მაჯაზე, სამაჯურის ფუნქციას სცდება - ის, ჩვენი საპასუხისმგებლო პროექტების სადარაჯოზე მყოფი ერთგვარი თაიმერია J უკვე გათვითცნობიერებული, ჩამოყალიებებული და განხორციელებისთვის მზადმყოფი პროექტები გვიჭირავს ხელთ... უკვე ვფიქრობთ მისი განხორციელების გზებზე და საშუალებებზე... მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ფართზე, საკვებზე, სხვადასხვა ტექნიკურ დეტალზე. შერჩეული გვყავს მიზნობრივი აუდიტორია. ვიცით თუ რა პასუხისმგებლობა გვაკისრია და აღელვებულები (თუმცა არა პანიკის ზონაში მყოფნი) ველოდებით პროექტის ფეხის ადგმას. ვიცით, რომ  „ჯანსაღი ცხოვრების წესს“, „სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას“, „თანაბარ შესაძლებლობებს“, „ხელოვნების ანარეკლს“ და სხვა არაერთ პროექტს მივიტანთ სოციუმამდე. ველით პროექტების სისრულეში მოყვანას, ჩვენი ინდიელი მეგობრის მიერ სიმბოლურად გაშვებული ფრანების მსგავსად. სხვათაშორის, ორივე - პირადი და პროექტის მიზნებად მონათლული ფრანი გაფრინდა J ბოლო დღეს კი, საკუთარ მეებს წერილები მივწერეთ, რომელსაც ისევ ჩვენი დროში მოგზაური ინდიელი მეგობრის მეშვეობით დეკემბერში წავიკითხავთ. ჩვენ ყველას, დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ  ენთუზიაზმით გაჟღენთილი მოლოდინები დეკემბერში უკვე Done კატეგორიაში იქნება...“

ექვსი დღე ბაკურიანში

თბილისი, 8 აგვისტო 2013 - როგორი იყო მრავალფეროვნების სკოლის საპროექტო შეხვედრა ბაკურიანში? მეორე სემინარი თავად პროგრამის მონაწილეების თვალით:

თამუნა კლიმჩუკი:

"ისევ ერთდ, ისევ ჩვენ და მრავალფეროვანი სამყარო, დღეს 21 ივლისია 2013 წელი. უკვე ბაკურიანში ვართ. ვაფერადებთ გარემოს და იდეებით დამუხტულნი, შემართებით შევუდექით მუშაობას:)

 ნაცნობი სახეების დანახვამ თვიდანვე დადებითად დაგვმუხტა. საკონფერეციოში ჩვენთვის ნაცნობი და უცნობი ტრენერები დაგვხვდნენ, მათ ერთმანეთი კრეატიულად წარადგვიდგინეს. ჩვენთვის საინტერესო იყო გაგვეხსენებინა თითოეული მათგანის ბიოგრაფია და გამოგვეცნო ვინ ვის ახასიათებდა.

 დღის მეორე ნახევარში ჯგუფებად დავიყავით და ერთმანეთს გავუზიარეთ რას ვსაქმიანობდით ბოლო სესიიდან დღემდე. რა მოგვცა ბაზალეთში ჩატარებულმა ტრენინგებმა, დაგვებადა თუ არა ახალი იდეები და რა შეიცვალა ჩვენში მას შემდეგ. ყოველივე ამან საშუალება მოგვცა კიდევ ერთხელ გადაგვეხედა რამდენად პროგრესულად გავიზარდეთ.

 ჯგუფურმა სავარჯიშომ კარგად შესამჩნევი გახადა ის მინუსები და პლუსები რაც გაერთიანებულ და დაშლილ ჯგუფებში შეიძლება მოხდეს. გვასწავლა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა თუ არ გავითვისეთ პასუხისმგებლობა ჯგუფი ვერ მიაღწევს საბოლოო მიზანს.

 სამუშაო დღემ ნაყოფიერად ჩაიარა, მაგრამ წინ იყო „ შეუსრულებელი მისია“, გუნდის ყველა წევრმა 13 დავალება შევასრულეთ და ეს მოცემულ დროზე ადრე დავასრულეთ, მივხვდით რომ ჩვენთვის შეუსრულებელი მისიები არ არსებობს, ჩვენ ხომ JCE-ელები ვართ:)
წინ კიდევ 5 დღე გვაქვს!"

თათია გაგუა:

"საპროექტო შეხვედრის მესამე დღეა... ბაკურიანში ნისლიანი და წვიმიანი ამინდია, თუმცა ეს ტრენინგის მსვლელობას დისკომფორტს არ უქმნის.

 მუშაობას, ჩვეულებისამებრ, „ენერჯაიზერით“ ვიწყებთ. 

 დღევანდელ ტრენინგზე ვისაუბრეთ კონფლიქტებზე და მათ როლზე, მივხვდით თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსმენა და ეფექტური კომუნიკაცია მოლაპარაკების დროს სასურველი შედეგის მისაღებად. გავეცანით, საკუთარი დროის მართვის რამდენიმე მექანიზმს. სახალისოსთან ერთად ძალიან საინტერესო აღმოჩნდა საათის გარეშე, და უფრო მეტიც, თვალებდახუჭული, შინაგანი დროის კონტროლი. 

 მივიღეთ მესიჯი „გონება, როგორც წყალი“, რომელიც დროსა და სივრცეში მაქსიმალურად კონცენტრირებას გვთავაზობს და საქმეში 100%-ით ჩართულობით ვახდენთ კონკრეტულ მომენტზე მობილიზებას. 

 გავეცანით To-Do List-ის შექმნის აუცილებლობას, 3 წუთის პრინციპს და საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე კატეგორიებად დაყოფას...

 დავრწმუნდით, რომ პროექტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სურვილი. 

 მეთოდმა, „სიტყვა ლიფტში“ გვაჩვენა, რომ ლიფტში Stop ღილაკის გამოყენების გარეშეც, შესაძლებელია თუნდაც 30 წამში, „ემოციის მაგიური ძალის“ მეშვეობით სპონსორის დაინტერესება და მასთან გრძელვადიანი ურთიერთობებისთვის საფუძვლის ჩაყრა. 

 სამუშაო დღე მენტორებთან შეხვედრით, პროექტის გადახედვით და საჭირო რჩევების მიღებით დასრულდა. თუმცა, ეს არ ყოფილა ჩვენი დღის დასასრული."

ლიკა ბედიანიძე

"აი დასრულდა ჩამოსვლის მე-4 დღეც... სასიამოვნოდ დამღლელი, ინფორმაციული და ნაყოფიერი. დღე ფოტორეპორტაჟის მომზადებით დაიწყო, სადაც თითოეულმა ჯგუფმა მარტივად და გასაგებად გადმოგვცა სხვადასხვა ისტორიები (ვფიქრობთ ყველა ჯგუფმა მშვენივრად შეასრულა დავალება). მომდევნო სესია დაეთმო ჩვენს პროექტებში სოციალური მედიის როლს.

 შესვენების შემდეგ, საშუალება მოგვეცა გაგვეცნო ახალი მენტორები,რომლებმაც შემოგვთავაზეს მინი-სპექტაკლი. მთელი ჯგუფი აღაფრთოვანა მათმა კრეატიულობამ და მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. 

 სესია გაგრძელდა საკუთარ მენტორთან კონსულტაციით,რამაც ჩამოყალიბების ფაზამდე მიიყვანა ჩვენი საპროექტო იდეები. 

 სესია დასრულდა ტრადიციული HOME ZONE-თ ტრენერთან ერთად, სადაც გავუზიარეთ ერთმანეთს მე-4 დღის ემოციები და შთაბეჭდილებები."

მრავალფეროვნების სკოლა იწყებს საპროექტო შეხვედრას

თბილისი, 21 ივლისი 2013 - მრავალფეროვნების სკოლის მონაწილეები წლევანდელი პროგრამის ფარგლებში მეორე სემინარზე შეიკრიბნენ. პროგრამის ტრენერები, მონაწილეები და მენტორები 21-დან 27 ივლისის ჩათვლით იმუშავენ პროექტ-მენეჯმენტის თემატიკის გარშემო დაბა ბაკურიანში. 

ვუსურვებთ წარმატებას და ნაყოფიერ მუშაობას მრავალფეროვნების სკოლის გუნდს მთელი კვირის მანძილზე!

MitOst-ი სტუმრობს საქართველოს

თბილისი, 18 ივლისი 2013 - უკვე 13 ივლისიდან საქართველოს 15 „MitOst-ელი“ სტუმრობს. პროექტ „MitOst-ის მოგზაურობა საქართველოში“ („MitReise nach Georgien“) მონაწილეები ადგილობრივი გიდების თანხლებით ეცნობიან საქართველოს დედაქალაქსა და მთებს. შვიდდღიანი მოგზაურობის მანძილზე მათ აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ ადგილობრივ ხელოვნებას, კულტურას, სამოქალაქო საზოგადოებას და ასევე ქალაქის არქიტექტურულ ტრანსფორმაციებს. 

ნებისმიერ თქვენგანს აქვს შესაძლებლობა შეუერთდეს „MitOst-ელების“ ჯგუფს მოგზაურობის დარჩენილი დღეების მანძილზე!

პირველი შეხვედრა დასრულებულია

ბაზალეთი, 19 მაისი 2013 - მრავალფეროვნების სკოლის პირველი შეხვედრა დასრულებულია. მრავალფეროვანი საპროექტო იდეებით მონაწილეები დაბრუნდნენ სახლში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. ინტენსიური მუშაობის ეტაპი იწყება. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენი პროგრამის ყველა მონაწილეს და ველოდებით ჩვენს მომავალ საპროექტო შეხვედრას ივლისში.

მრავალფეროვნების სკოლა დაიწყო!

ბაზალეთი, 11 მაისი 2013 - ჩვენი სემინარები დაიწყო! მრავალფეროვნების სკოლის მონაწილეები შეიკრიბნენ პროგრამის პირველ შეხვედრაზე ბაზალეთის სასწავლო ცენტრში და იწყებენ მუშაობას მრავალფეროვნების საკითხებზე. წლევანდელი სემინარის თემაა: „ჩემი პასპორტი - ჩემი იდენტობა?!“ რვა დღის განმავლობაში მონაწილეები განიხილავენ პასპორტსა და იდენტობას შორის კავშირს და წინააღმდეგობებს, იმუშავებენ საკუთარ საპროექტო იდეებზე და უბრალოდ საინტერესოდ გაატარებენ დროს.

მრავალფეროვნების სკოლა რეგიონალურ შეხვედრებს მართავს

საქართველო, მარტი 2013 - 10.03.2013-დან 14.03.2013-ჩათვლით მრავალფეროვნების სკოლამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში  საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

შეხვედრები მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობისა და ორგანიზაციების ინფორმირებას  პროგრამის თაობაზე, ასევე იქ მცხოვრები ახალგაზრდებისათვის სააპლიკაციო პროცესში მხარდაჭერას. შეხვედრები გაიმართა ადგილობრივად მომუშავე ორგანიზაციებისა და უმაღლესი სასწავლებლების მხარდაჭერით.

მრავალფეროვნების სკოლის პირველი ვიზიტი სოფელ კოდის დევნილთა დასახლებაში დაიგეგმა, რის შემდეგაც გორის დევნილთა დასახლების ახალგაზრდულ ცენტრში გავემგზავრეთ. შემდეგი შეხვედრა მარნეულში, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისა და მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის მხარდაჭერით  შედგა.
ბოლო საინფორმაციო შეხვედრა ამ პერიოდისათვის, გაიმართა ახალციხის სახემწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

მრავალფეროვნების სკოლა მადლობას უხდის ყველა ორგანიზაციასა და პირს, რომლებიც პროგრამის თაობაზე საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ინფორმაციის მიწოდებაში დაგვეხმარნენ.

Joint Civic Education ემზადება 2013 წლისთვის

ბერლინი, დეკემბერი 2012 - Joint Civic Education- ის პროგრამები აზერბაიჯანში, თურქეთში (აღმოსავლეთი ანატოლია), რუსეთში (ჩრდილოეთი კავკასია), საქართველოსა და სომხეთში მოქმედებას იწყებს. პროგრამები მიზნად ისახავს ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას და აძლევს მათ კვალიფიკაციას, რომლის მიღებაც შეუძლებელია სხვა სახის სკოლაში თუ უმაღლეს სასწავლებელში. ამასთანავე, ჩვენი პროგრამის მონაწილე ახალგაზრდა ლიდერებს ეძლევათ საშუალება შეხვდნენ მათ კოლეგებს სხვა მონაწილე ქვეყნებიდან და შედეგად, აიმაღლონ კვალიფიკაცია და გაიფართოვონ მოქმედების არეალი.

მეტი ინფორმაციისთვის და მონაწილეობისათვის საჭირო დეტალებთან გასაცნობად, დააჭირეთ აქ

სიახლეები

თბილისი, თებერვალი 2013 - განაცხადების მიღების პროცესი დაიწყო 17 თებერვალს და გრძელდება 17 მარტის ჩათვლით. დამატებითი ინფორმაციისათვის, ასევე სააპლიკაციო ფორმის სანახავად გადადით ამ ბმულზე. შეკითხვებით დაუკავშირდით ნინო გვარჯალაძეს, მრავალფეროვნების სკოლის კოორდინატორს: gvarjaladze@joint-civic-education.net

Joint Civic Education-ის ფარგლებში განხორციელებული მოხალისეობრივი პროექტით „შენი უფლებაა იცოდე“ სტუდენტური ორგანიზაცია დაინტერესდა

2012 წელს Joint Civic Education-ის საქართველოს პროგრამის ფარგლებში  განხორციელდა  მოხალისეობრივი პროექტი „შენი უფლებაა იცოდე“.   პროექტის პარტნიორები იყვნენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტი. პროექტის ფარგლებში სტუდენტებს ჩაუტარდათ სემინარი საჯარო ინფორმაციის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე, რის შემდეგაც მათ გააგზავნეს საჯარო ინფორმაციის საკუთარი მოთხოვნები და მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოამზადეს ანგარიშები.

პროექტის ერთ-ერთი მონაწილე იყო სტუდენტური ორგანიზაცია „Students Together”-ის დამფუძნებელი. ორგანიზაციამ  მოიგო ღია საზოგადოების ინსტიტუტის უმაღლესი განათლების ინიციატივის პროგრამის გრანტი იმისათვის, რომ განახორციელოს პროექტი სახელწოდებით „სტუდენტები გამჭვირვალობისთვის“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ოთხი სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური გამჭვირვალობის შესწავლა, რისთვისაც თითოეული უნივერსიტეტიდან შერჩეული სტუდენტებისთვის საჭირო იყო ტრენინგების ჩატარება საჯარო ინფორმაციის, ფინანსური ანალიზის და კვლევის მეთოდების თემაზე.

პროექტ „სტუდენტები გამჭვირვალობისთვის“ ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგების ჩასატარებლად მიიწვიეს პროექტ „შენი უფლებაა იცოდე“-ს გუნდი და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი. 3-7 თებერვალს საპროექტო გუნდმა წარმატებით ჩაატარა ტრენინგები პროექტის მონაწილეებისათვის.  აღნიშნული ღონისძიება  შეიძლება ჩაითვალოს მოხალისეობრივი პროექტის „შენი უფლებაა იცოდე“-ს მცირე მაგრამ მნიშვნელოვანი გაგრძელებად, რისი მეშვეობითაც პროექტის გუნდმა ღირებული გამოცდილება შეიძინა.