განაცხადის შემოტანა

გიწვევთ მრავალფეროვნების სკოლაში! 

თუ შენ 

  • ხარ 18-დან 26 წლამდე
  • გინდა იყო აქტიური
  • გსურს პიროვნული წინსვლა  
  • გინდა იყო ცვლილებების ინიციატორი რეგიონში, შენს ქალაქსა თუ სოფელში... 

მაშინ გაქვს შესაძლებლობა, ჩვენი სკოლის ფარგლებში 

  • საფუძვლიანად შეისწავლო მრავალფეროვნება, რეგიონული განვითარება და სამოქალაქო აქტივიზმი
  • განივითარო უნარ-ჩვევები პროექტის მართვასა და დაგეგმვაში
  • განახორციელო საკუთარი მოხალისეობრივი ინიციატივა 
  • შეხვდე თანამოაზრეებს
  • გახდე კურსდამთავრებული

მაშ, შემოგვიერთდი მრავალფეროვნების სკოლაში და ჩაერთე აქტიურობის თავგადასავლებში!  

მრავალფეროვნების სკოლა არის არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც სურს, ხელი შეუწყოს საქართველოში პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბებას, მრავალფეროვანი, თანასწორი და სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც ახალგაზრდები აქტიურად ერთვებიან გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, არიან ცვლილებების ინიციატორები სოფლებსა და ქალაქებში.

მრავალფეროვნების სკოლა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში აქტიური მოქალაქისათვის საჭირო კომპეტენციებისა და უნარების განვითარებას, რეგიონების გამოცოცხლებას, ახალგაზრდების თანამშრომლობის გაზრდას პოლიტიკური და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერების გზით.

ამისათვის, მრავალფეროვნების სკოლა ქმნის პლატფორმას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, კვალიფიკაციის ამაღლებასა და საკუთარი საპროექტო იდეების განხორციელებას სთავაზობს მათ. ეს არის პროგრამა იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურს, უნარ-ჩვევების გაძლიერება და აინტერესებს სამოქალაქო აქტივიზმი. მრავალფეროვნების სკოლა მხარს უჭერს ახალგაზრდებს, განახორციელონ თავიანთი სოციალური პროექტები და ამით წვლილი შეიტანონ საკუთარი რეგიონის განვითარებაში.

პროგრამის განრიგი

პროგრამა შედგება ოთხი სხვადასხვა აქტივობისაგან, რომელიც მოიცავს სამ სემინარს და სოციალური პროექტის განხორციელებას. თითოეული მონაწილე ესწრება სამ სხვადასხვა სემინარს ივნისში, აგვისტოსა და ნოემბერში. ამასთანავე, მონაწილე ახორციელებს საკუთარ მოხალისეობრივ პროექტს საქართველოს რომელიმე რეგიონში აგვისტო-სექტემბრის თვის განმავლობაში.

 

- პირველი სემინარი: 14-20 ივნისი, 2019
- მენეჯმენტის სემინარი: 12-17 აგვისტო, 2019
- პროექტის განხორციელება: აგვისტო-სექტემბერი, 2019
- შემაჯამებელი სემინარი: 12-16 ნოემბერი, 2019

ხარჯები

პროგრამა ფარავს მონაწილის კვების, საცხოვრებლისა და მგზავრობის ხარჯებს. პროგრამაში მონაწილეობის საფასური შეადგენს სიმბოლურ თანხას: 20 ლარს. მონაწილეების მიერ შემოსული თანხა მოხმარდება სოციალურ საწარმოს “მრავალფეროვნების რეზიდენციის” რეკონსტრუქცია-ინვენტარიზაციას. 

 

განცხადების შემოტანა შეგიძლიათ 2019 წლის 10 მაისამდე. 

გამოგვიგზავნეთ შევსებული განაცხადი ელ.ფოსტაზე: applications@diversityschool.net 

დოკუმენტები გადმოსაწერად

აპლიკაციის ფორმა 

განცხადება  

 

კონტაქტი: 

ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა
თამთა შეყილაძე
პროგრამის კოორდინატორი
ელ.ფოსტა: info@diversityschool.net
ტელ: +995 32 294 5225