კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მრავალფეროვნების სკოლაში!

2019 წლის მრავალფეროვნების სკოლაში განცხადებების მიღება უკვე დაიწყო. განაცხადი და აპლიკაციის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ აქ. ველით თქვენს აპლიკაციებს 10 მაისამდე. 

მრავალფეროვნების სკოლა არის საგანმანათლებლო, აქტიური მოქალაქეობის პროგრამა, რომელიც 2012 წელს შეიქმნა.

როგრამას სურს, ხელი შეუწყოს საქართველოში პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბებას, მრავალფეროვანი, თანასწორი და სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც ახალგაზრდები აქტიურად ერთვებიან გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, არიან ცვლილებების ინიციატორები თავიანთ სოფლებსა და ქალაქებში.

მრავალფეროვნების სკოლას ახორციელებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა, რომელიც პროგრამა Theodor-Heuss-Kolleg-ის ფარგლებში თანამშრომლობს გაერთიანება MitOst-თან. პროგრამა დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

 

მრავალფეროვნების სკოლა არის პროგრამა Joint Civic Education-ის პროდუქტი, რომელსაც ათწლიანი ისტორია აქვს საქართველოში.

თუ გსურთ, თავად ნახოთ, როგორ მუშაობდა Joint Civic Education, გადადით ბმულზე.